Loading
HIDE
Rotating Image

თორნიკე კანდელაკი

ლოტბარი

2014 წლიდან დღემდე არის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალი. ხოლო 2023 წლიდან გახლავთ ანსმაბლის ლოტბარი.

svg-style-line

თორნიკე კანდელაკი 1991 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც სიმღერა ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მძლევარში“ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში დაისახა მიზნად, რომ ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლა საკუთარ პროფესიად ექცია. ამ მიზნისკენ სწრაფვაში კი ხალხური სიმღერისა და გალობის ძველი და თანამედროვე ჩანაწერები ეხმარებოდა. 2009 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, სადაც ლოტბარი/რეგენტის სპეციალობას დაეუფლა.

Back to top