1977 წლის 5 სექტემბერს აშშ-დან NASA-ს მიერ გაგზავნილ საპლანეტათშრისო სადგურებზე „ვოიაჯერ1-სა“ და „ვოიაჯერ2-ზე“ განთავსებულ ორ იდენტურ გრამაფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად, (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვა.) 27 მუსიკალური ნაწარმოებიდან ერთ-ერთი იყო ქართული ხალხური გმირულ-ჰეროიკული სიმღერა ჩაკრულო(♫)...
2001 წელს იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო ხალხების მუსიკალური აზროვნების შედევრად აღიარა. 1967 წელს ჟურნალ Amerika-ში (1967 N123) დაბეჭდილ ინტერვიუში, 84 წლის სტრავინსკი ამბობს: ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წარუშლელი მუსიკალური შთაბეჭდილებით დავალებული ვარ განსვენებული ნოა გრინბერგისა და იმ პოლიფონიური ვოკალური ჩანაწერბისაგან... ეს ტრადიცია, სათავეს უძველესი დროიდან რომ იღებს, უდიდესი განძია საშემსრულებლო ოსტატობის მეცნიერებაში. ეს განძი გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მონაპოვარი... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია. ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება, 1967, N9 57-58
ამავე წელს კომპანია “უნივერსალმა” შეარჩია და გამოსცა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლებისა და ანსამბლების ჩანაწერები: მონსერატ კაბალიე, ფრედი მერკური, ანდრეა ბოჩელი, ლუჩიანო პავაროტი, სარა ბრიტმანი, ხოსე კარერასი, პლაჩიდო დომინგო, მარია კალასი და სხვები. მათ შორისაა ანსამბლ „ერისიონის“ “სამაია”(შატილის ასულო) - შოუ-პროგრამიდან “ქართული ლეგენდა”. ეს ყველაფერი უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში.
ვრცლადსაქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა” 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული გალობა- სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომა, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემა. ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობით და მრავალფეროვანი პროექტებით არის გამორჩეული; ვინაიდან, ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით 2016 წელს დაარსებული არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელთა და მკვლევართათვის. პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ.