2015 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ხალხურ საკრავთა ორკესტრს სათავეში თამაზ ჯამაგიძე ჩაუდგა.
2015 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ხალხურ საკრავთა ორკესტრს სათავეში თამაზ ჯამაგიძე ჩაუდგა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტს ფოლკლორის სიყვარულმა სძლია და მან თავისი ცხოვრება მუსიკასა და ქართულ ხალხურ საკრავებს დაუკავშირა. 1987 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლთან არსებული ქართულ ხალხურ საკრავთა სტუდია, შემდეგ კი საქართველოს ხელოვნების აკადემიის საორკესტრო განყოფილება ქართული ხალხური საკრავების შემსრულებლისა და პედაგოგის სპეციალობით.
თამაზის პროფესიონალიზმი განაპირობა მისმა მდიდარმა შემოქმედებითმა გზამ. ის მრავალ ანსამბლში მოღვაწეობდა: „ურმული“ (წევრი), სახალხო ანსამბლი „არაგველები“ (ორკესტრის ხელმძღვანელი), თსუ-ს ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ხორუმი“ (წევრი), „მუხრანი“ (წევრი), „სიმი“ (წევრი).ასევე ეწეოდა ნაყოფიერ სტუდიურ მოღვაწეობას მრავალ მუსიკალურ პროექტზე ,როგორც სტუდიური მუსიკოსი. 2012 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის ,,ქალდეა'' ხელმძღვანელი/ პარალელურად გლდანის მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან ხელმძღვანელობს ბავშვთა ხალხური შემოქმედების სტუდიას, სადაც შეისწავლება ქართული ტრადიციული მუსიკა, სიმღერა და გალობა.