Loading
HIDE
Rotating Image

შერმანდი ჭკუასელი

სამხატვრო ხელმძღვანელი

2015 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია შერმანდი ჭკუასელი.

svg-style-line

შერმანდი ჭკუასელის შემოქმედებითი ბიოგრაფია სათავეს იღებს 1980 წლიდან, როდესაც იგი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მომღერლის პოზიციაზე ჩაირიცხა. 1984 წლიდან ინიშნება ამავე ანსამბლის ლოტბარად. პარალელურად სწავლობდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ქ.უთაისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით.
მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი უკავშირდება ანსამბლ „ერისიონს“, სადაც 1994 წლიდან დაინიშნა მთავარ დირიჟორად. ბატონ შერმანდი ჭკუასელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ანსამბლის შემოქმედებით წინსვლაში. იგი თანამონაწილეა ყველა იმ დიდი პროექტებისა, რომლებიც „ერისიონმა“ განახორციელა უცხოელ პროდუსერებთან ერთად. ამ პერიოდს ანსამბლის „ოქროს ხანას“ უწოდებენ. (2000-2007წწ)

Back to top